ანტონიო რუდიგერი
Aa
Aa

"სიგიჟემდე აღფრთოვანებული ვარ" - რუდიგერი რეალის ფეხბურთელია

ანტონიო რუდიგერი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

მადრიდულმა კლუბმა განაცხადა, რომ ცენტრალურ მცველთან ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერი „ჩელსიმაც“ დაადასტურა.

გერმანელი მადრიდულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

„სიამაყით ვაცხადებ, რომ გადავდივარ მადრიდის რეალში.

სიგიჟემდე აღფრთოვანებული ვარ ყველა იმ გამოწვევით, რომელიც წინ მელის. მოუთმენლად ველი ჩემს პირველ მატჩს ამ დიდებულ კლუბში",

- წერს რუდიგერი სოციალურ ქსელში.

რუდიგერი ლონდონურ კლუბში 2017 წლიდან თამაშობს. მან 203 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. „ჩელსისთან“ ერთად გერმანელმა ხუთი თასი მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, ასოციაციის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაიცანი არიან ვინხარდი | კაცი, რომელმაც 3000-მაისურიანი კოლექცია შექმნა
გაიცანი არიან ვინხარდი | კაცი, რომელმაც 3000-მაისურიანი კოლექცია შექმნა