ჩელსი
Aa
Aa

„კლუბში დიდ ინვესტიციებს ვგეგმავთ“ - ჩელსის ახალი მფლობელი

რამდენიმე დღის წინ, ლონდონის „ჩელსი“ ოფიციალურად გაიყიდა, კლუბის ახალი მფლობელი კი ამერიკული კონსორციუმი გახდა, რომელსაც ტოდ ბოელი ხელმძღვანელობს.

ამერიკელ მილიარდერის კონსორციუმს აქციების 100% პროცენტი ოფიციალურად გუშინ გადაეცა, რის შემდეგაც მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ბოელიმ:

ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ „ჩელსის“ ახალი მფლობელები. ჩვენ ყველაფერს 100%-ით შევისწავლით და კლუბის მართვას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდებით - ყოველი მატჩის ყოველ წუთს. ჩვენი, როგორც მფლობელების ხედვა ნათელია: გვინდა, რომ კლუბით ყველა გულშემატკივარმა იამაყოს.

ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების განვითარებასთან ერთად, ჩვენი სამოქმედო გეგმა გრძელვადიანი ინვესტიციის ჩადება და „ჩელსის“ წარმატებული ისტორიის გაგრძელება იქნება. პირადად მსურს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მთავრობის წევრებს და პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებს დიდი მადლობა გადავუხადო. მათი დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ამ შეთანხმების დადება და კლუბის შესყიდვა.

შეგახსენებთ, რომ კონსორციუმს „ჩელსის“ შეძენა 4,25 მილიარდი ფუნტი დაუჯდა. ამერიკელებმა კლუბი რუსი ოლიგარქისგან, რომან აბრამოვიჩისგან იყიდეს, რომელსაც უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დიდ ბრიტანეთში ფინანსური სანქციები დაუწესდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ჩელსიში გადასვლა რატომ მირჩიე?" - ლუკაკუმ თავისი აგენტი გაათავისუფლა