რომა, კონფერენს ლიგა
Aa
Aa

არეულობა ტირანაში - რომას და ფეინოორდის ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დღეს, უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „რომა“ და „ფეინოორდი“ დაუპირისპირდებიან. საჩემპიონო შეხვედრა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ნაციონალურ არენაზე გაიმართება.

ფინალური მატჩის გამართვამდე ორი დღით ადრე ალბანეთის დედაქალაქი არეულობამ მოიცვა. ტირანას ქუჩებში იტალიური და ნიდერლანდული გუნდების გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვითარება რამდენიმესაათის განმავლობაში უკონტროლო იყო და ალბანეთის ხელისუფლებას მდგომარეობის განსამუხტად სპეცრაზმის გამოყვანა დასჭირდა.

დაპირისპირებული მხარეების მისამართით სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც კი გამოიყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე 60 ადამიანი (48 იტალიელი, 12 ნიდერლანდელი), დაშავებულთა რიცხვი კი 20-ს აღწევს, აქედან 12 პოლიციელი, 4 ალბანეთის მოქალაქე, 3 იტალიის მოქალაქე, 1 ნიდერლანდების მოქალაქე. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთაგან 12 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ინციდენტის შემდეგ, ტირანაში სამართალდამცველების მხრიდან კონტროლი მაქსიმალურადაა გამკაცრებული. ალბანური მედიის ინფორმაციით, გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება პერიოდულად მეორდება.

რაც შეეხება შეხვედრას, ის დღეს საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ს ფულის გამო შეუერთდნენ, საკუთარ მონობას მოაწერეს ხელი"