მილანი, სერია ა, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

ფეხბურთელებმა მთელი სეზონის მანძილზე წარმოუდგენელი ნებისყოფა გამოავლინეს - პიოლი

11-წლიანი პაუზის შემდეგ, „მილანმა“ იტალიის სერია A მოიგო. „როსონერი“ გადამწყვეტ შეხვედრაში „სასუოლოს“ ესტუმრა და მეტოქე დამაჯერებლად, 0:3 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ განვლილი მატჩი შეაფასა და ჟურნალისტებს ჩემპიონობისგან გამოწვეული ემოციები გაუზიარა.

რა თქვა პიოლიმ:

ბედნიერი ვარ ყველა იმ ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის, კლუბის ხელმძღვანელების, შესანიშნავი გულშემატკივრებისთვის და საკუთარი თავის გამო. ვულოცავ მილანთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს სკუდეტოს მოგებას.

ყოველთვის გვჯეროდა საკუთარი თავის. უფრო სტაბილურები ვიყავით, ვიდრე „ინტერი“. ბოლოს „სპეციასთან“ დავმარცხდით და ეს თამაშიც არ უნდა წაგვეგო. ფეხბურთელებმა წარმოუდგენელი ნებისყოფა გამოავლინეს, არასდროს დანებდნენ და დიდებულად ითამაშეს. ისინიც კი, ვისაც თამაში ხშირად არ უწევდა, ყოველთვის ახდენდნენ რიტმის და ინტენსივობის შენარჩუნებას.

ტიტული ნამდვილად დავიმსახურეთ, რადგან არასდროს დაგვიხევია უკან, ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოდით და საკვანძო მატჩები მოვიგეთ. ძლიერი გუნდი მყავს, სადაც ორი გამოჩენილი დირექტორი მუშაობს. თუ ასეთ დონეს მიაღწევ, მაშინ ყველაფერი საუკეთესოდ მუშაობს.

ჩვენ ყველას გვიხარია ის, რასაც ვაკეთებთ და ეს არის მთავარი. ყოველთვის გვქონდა გამორჩეული იდეები და კონკრეტული მიზანი - გასულ სეზონზე უკეთესი შედეგი. ვიცოდით, რომ ბევრად მეტის მიღწევა შეგვეძლო თუ ბევრ ქულას მოვაგროვებდით.

კლუბის ხელმძღვანელებმა შეკრეს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების გუნდი და ერთად გამოვიმუშავეთ გამარჯვებულის მენტალიტეტი. თამამად ვთამაშობდით, განსაკუთრებულად დაცვაში და ამისთვის დავჯილდოვდით - არაფერს ვთმობდით და როდესაც ბურთი მეტოქეს ჰქონდა, თავს ცხოველებივით ვიცავდით.

სერია A-ს ბოლო ტურამდე „მილანი“ უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „ინტერს“ 2 ქულით უსწრებდა და ჩემპიონობის მოსაპოვებლად მინიმუმ ერთი ქულის აღებაც ჰყოფნიდათ. „როსონერიმ“ საბოლოოდ ამ გამარჯვების შემდეგ 86 ქულა დააგროვა და „ინტერს“, რომელმაც თავისი შეხვედრა „სამპდორიასთან“ ასევე 3:0 მოიგო, 2 ქულით გაუსწრო.

სასუოლო 0:3 მილანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპი ასტონ ვილასთან ქამბექზე: რეალს დავურეკე, მათ კი კარგი რჩევა მომცეს
პეპი ასტონ ვილასთან ქამბექზე: რეალს დავურეკე, მათ კი კარგი რჩევა მომცეს