დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი, გიორგი ქვილითაია, აპოელი, თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

კოპენჰაგენი ჩემპიონთა ლიგაზე, აპოელი კი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს

დანიის სუპერლიგის 32-ე ტურში დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენმა, ქართველი ლეგიონერის გარეშე, ოლბორგი მიიღო და 3 უპასუხო გოლი გაუტანა. აღნიშნულ შეხვედრაში კოპენჰაგენისთვის გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა საჩემპიონო რბოლაში გუნდს ქულაც ჰყოფნიდა.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გუნდის დომინირებით წარიმართა - პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგო, შეხვედრის საბოლოო ანგარიშს წერტილი კი მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაუსვა. 53-ე წუთის შემდეგ შეხვედრაში არაფერი შეცვლილა.

შედეგად, ხოჭოლავამ კოპენჰაგენთან ერთად დანიის ჩემპიონობა იზეიმა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მანამდე, განსხვავებული სცენარი ვიხილეთ კვიპროსში - აპოელი პაფოსის წინააღმდეგ ანგარიშით - 3-1 დამარცხდა, თუმცა ევროტურნირების ზონის მიღმა არ დარჩა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების: თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიას და მურთაზ დაუშვილის გუნდმა კონფერენს ლიგაზე თამაში გაინაღდა.

ზემოხსენებული ფეხბურთელებიდან მატჩი არცერთს ჩაუტარებია - ქვილითაიას ტრავმა აქვს და ივნისის მატჩების წინ სანაკრებო სიიდან ამოვარდა, ოქრიაშვილი განაცხადში არ ყოფილა, ხოლო დაუშვილი სათადარიგო სკამზე დარჩა.

საბოლოო ჯამში, ქართველი ლეგიონერების გუნდმა 52 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არის ფეხბურთი ყველას თამაში
რატომ არის ფეხბურთი ყველას თამაში