გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლა ლიგა: ქოჩორაშვილი რაიო ვალეკანოსთან განაცხადშია

ლა ლიგის 2021-22 წლების სეზონის დასკვნით ტურში ''რაიო ვალეკანო'' ''ლევანტეს'' უმასპინძლებს. ''ლევანტეს'' სამატჩო განაცხადში გიორგი ქოჩორაშვილი იქნება. ინფორმაციას ვალენსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

''რაიო ვალეკანოსა'' და ''ლევანტეს'' შეხვედრა 20 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

22 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი 2019 წლიდან ''ლევანტეში'' ასპარეზობს, თუმცა მეტწილად სარეზერვო გუნდში გამოდის.

2020-21 წლებში ''ლევანტეს'' პირველ გუნდში 6 მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის სამეფო თასზე ''მურსიას'' გაუტანა. მიმდინარე სეზონში ''ლევანტეს'' პირველ გუნდში არ უასპარეზია.

მიმდინარე სეზონში ''ლევანტეს'' სარეზერვო გუნდში 13 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები