ლაშა გუჯეჯიანი
Aa
Aa

დიდი აღიარება - ლაშა გუჯეჯიანი საუკეთესო ევროპელ მწვრთნელად დასახელდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი ევროპის ძიუდოს გაერთიანების (EJU) ვერსიით საუკეთესო 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. EJU-მ გადაწყვეტილება საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაცხადა.

„ადამიანი, რომელიც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო სავარძელში ზის, ერთ დროს წარმატებული ძიუდოისტიც იყო. ლაშა გუჯეჯიანის უზარმაზარმა წარმატებამ, რომელსაც მან თავის გუნდთან ერთად მიაღწია, აჩვენა, რომ 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს იმსახურებს. შესამაბისად, ის აღიარებულია გასული წლის საუკეთესო მამაკაც მწვრთნელად. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ოთხი მედალი აიღო, მათ შორის ერთი ოქრო ახალგაზრდა ლაშა ბექაურისგან. გუჯეჯიანი 100+ კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია, 2010 წელს კი საქართველოს ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა“, - ნათქვამია სტატიაში.

EJU.NET-ზე ლაშა გუჯეჯიანის კომენტარიც ვრცელდება:

ძალიან გახარებული ვარ. ჩემთვის ამ პრიზის გადმოცემა დიდ მოტივაციასთან ასოცირდება. მადლობა ევროპის ძიუდოს გაერთიანებას და ძიუდოს ოჯახს დაფასებისთვის.

ევროპული ძიუდოს გაერთიანების ვებ-გვერდზე საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის კომენტარიც ვრცელდება. ცნობისთვის ლიპარტელიანი და გუჯეჯიანი 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში ერთად იღებდნენ მონაწილეობას, მოგვიანებით კი ვეტერანმა ძიუდოისტმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას გუჯეჯიანის მწვრთნელობის დროს მიაღწია:

„ძალიან სასიამოვნოა ასეთი აღიარება, რადგან როდესაც ერთად ვასპარეზობდით, ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. ახლაც, როდესაც ის მწვრთნელია, დღესაც კარგი მეგობრობა გვაკავშირებს და როდესაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, ძალიან ვამაყობდი. ის ნამდვილი პროფესიონალია და სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ“, - ამბობს ლიპო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 ოქრო და 2 ბრინჯაო - ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე
2 ოქრო და 2 ბრინჯაო - ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე