18 წლის ქართველი მეკარე სპორტინგში
18 წლის ქართველი მეკარე სპორტინგში
ბეილი მიდის
ბეილი მიდის
მბაპე და რეალი შეთანხმდნენ
მბაპე და რეალი შეთანხმდნენ
ბლახოვიჩის გამარჯვება
ბლახოვიჩის გამარჯვება
ზღაპარი სრულდება
ზღაპარი სრულდება
სილესენი ვალენსიას დატოვებს
სილესენი ვალენსიას დატოვებს
ლევანდოვსკი ქომაგებს დაემშვიდობა
ლევანდოვსკი ქომაგებს დაემშვიდობა
შენგელია ევროთასის გამარჯვებულია
შენგელია ევროთასის გამარჯვებულია
ბასილაშვილმა წააგო
ბასილაშვილმა წააგო
არველაძემ სეზონი შეაფასა
არველაძემ სეზონი შეაფასა
მარადონას ემოციური ისტორია
მარადონას ემოციური ისტორია
შერმადინის გუნდის წარმატება
შერმადინის გუნდის წარმატება
ჩილეს ნაკრების სარჩელი
ჩილეს ნაკრების სარჩელი
კვარამანია საქართველოში
კვარამანია საქართველოში
დიბალა ინტერში?
დიბალა ინტერში?
ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ჯამ გოლდენ სტეიტს მოუგო
ჯამ გოლდენ სტეიტს მოუგო
დონჩიჩმა დალასს ვერ მოაგებინა
დონჩიჩმა დალასს ვერ მოაგებინა
რუდიგერი და რეალი გადაწყვეტილია
რუდიგერი და რეალი გადაწყვეტილია
მამარდა - ''მატჩის მეფე''
მამარდა - ''მატჩის მეფე''
ქართველების გოლებით მოგებული მატჩი - ბუდუმ და ბერიძემ უნგრეთში გაიტანეს
Aa Aa
14 მაისი 2022  |  01:00

ქართველების გოლებით მოგებული მატჩი - ბუდუმ და ბერიძემ უნგრეთში გაიტანეს

უნგრეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში, „უიპეშტი“ სტუმრად „მეზოკოვესდ-ჟორის“ დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა. ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ თავიანთი კლუბის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს და თითო-თითო გოლით გამოირჩნენ.

მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა და მასპინძლები ხურინამ დააწინაურა. პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა, „იუპეშტმა“ კი 59-ე წუთზე, კატონას გოლით გაათანაბრა. ამის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების ჯერი დადგა. 66-ე წუთზე, ბერიძემ „უიპეშტი“ წინ გაიყვანა, 71-ზე კი, ბუდუმ ანგარიში 3:1 გახადა. მასპინძლებმა მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და მეტოქის კარი 93-ე წუთზე აიღეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩით „უიპეშტისთვის“ 2021-22 წლების სეზონი დასრულდა. გუნდი, რომელიც გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა და მისი პროგრამა მაქსიმუმი ადგილის შენარჩუნება იყო, ბუდუ ზივზივაძის დამატების შემდეგ, მე-5 ადგილზე გავიდა. „უიპეშტმა“ 44 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე მყოფ „პუშკაშ აკადემიას“ 10 ქულით ცამორჩა.

ქართველებს რაც შეეხებათ, გიორგი ბერიძემ სეზონი 11 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, ბუდუს ანგარიშზე კი 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში