მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა, ამინე გური
Aa
Aa

''ახალი ბენზემა'' ბერნაბეუზე? - რეალი ნიცას ფორვარდს უმიზნებს

Defensa Central-ის ცნობით, მადრიდის ''რეალი'' ''ნიცას'' ფორვარდს, ამინე გურის უმიზნებს. აღნიშნული წყარო 22 წლის თავდამსხმელს ''ახალ ბენზემად'' მოიხსენიებს. მას შემდეგ რაც ''სამეფო კლუბმა'' ერლინგ ჰოლანდის გადაბირებისთვის ბრძოლა დათმო, ლა ლიგის გამარჯვებულის მიზანი ნიჭიერი ფეხბურთელით გაძლიერებაა.

გური ''ლიონის'' ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, 2017-20 წლებში ''ლიონის'' პირველ გუნდში ასპარეზობდა, 2020 წელს კი 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ ''ნიცაში'' გადაბარგდა. ამინე გურიმ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, საფრანგეთის თასის 5 მატჩში მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ამინე გურის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

''რეალში'' ამინე გურის ბენზემას შემცვლელად მოიაზრებენ. მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა 2009 წელს ''ლიონიდან'' ''რეალში'' გადაბარგდა. მისი როლი კლუბში ყოველთვის დიდი იყო, თუმცა განსაკუთრებულად გამორჩეული მატჩები კრიშტიანუ რონალდუს ''ბერნაბეუდან'' წასვლის შემდეგ ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინსინიეს ჩანაცვლება იოლი არ იქნება
„ინსინიეს ჩანაცვლება იოლი არ იქნება" - იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩაზე ისაუბრა