ბარსელონა, ასტონ ვილა, ფელიპე კოუტინიო
Aa
Aa

ოფიციალურად: ასტონ ვილამ ბარსელონადან კოუტინიო გამოისყიდა

ბირმინჰემის „ასტონ ვილამ“ „ბარსელონადან“ ფილიპე კოუტინიო საბოლოოდ გამოისყიდა.

ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ადასტურებს.

„ვილამ“ ბრაზილიელთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ინგლისელებს გარიგების ოდენობა არ გაუმხელიათ, მაგრამ „ბარსელონამ“ განაცხადა, რომ ისინი 20 მილიონ ევროს მიიღებენ და ფეხბურთელის ხელახალი გაყიდვის შემდეგ თანხის 50%-ს.

იანვარში კოუტინიო „ასტონ ვილას“ იჯარით შეუერთდა. პრემიერ ლიგის 15 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება „ბარსას“, კატალონიელებმა საბოლოო ჯამში ბრაზილიელის ტრანსფერით ისტორიული ზარალი ნახეს.

კოუტინიო „ბარსელონაში“ 2018 წლის იანვარში „ლივერპულიდან“ 120+40 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიური კლუბის შემადგენლობაში მან ორჯერ მოიგო ლა ლიგა და ასევე ესპანეთის თასი, ასევე აიღო ქვეყნის სუპერთასი. 106 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსა დარწმუნებულია, რომ ალონსოსა და ასპილიკუეტას გაიფორმებს
ბარსა დარწმუნებულია, რომ ალონსოსა და ასპილიკუეტას გაიფორმებს