FIFA, ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

„ფეხბურთს არ შეუძლია ომის შეჩერება, მაგრამ შეუძლია მშვიდობის მოთხოვნა“ - ინფანტინო

FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დღევანდელი კონგრესის მიმდინარეობისას უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.

ინფანტინომ ღიად განაცხადა, რომ FIFA-ს ომის შეჩერება არ შეუძლია, თუმცა მიღებული სანქციებით ისინი მშვიდობის დამყარებას და უკრაინის დახმარებას ეცდებიან.

რა თქვა ინფანტინომ:

რა თქმა უნდა, ფეხბურთი დიდ სიამოვნებას და ემოციას გვანიჭებს. სწორედ ეს არის სპორტის ამ სახეობის ამოცანა. მაგრამ ამავდროულად არსებობს პრობლემებიც, რომლებსაც ფეხბურთი სამწუხაროდ ვერ გადაჭრის. ფეხბურთი ომს ვერ შეაჩერებს. ჩვენ ახლა ევროპაში სამხედრო აგრესიის წინაშე ვდგავართ და როდის დასრულდება არ ვიცით. როდესაც ფიფას პრეზიდენტი გავხდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოში ასეთი სამწუხარო მდგომარეობა შეიქმნებოდა.

ფეხბურთს არ შეუძლია ომის შეჩერება, მაგრამ მას შეუძლია დახმარება, შეუძლია მშვიდობის მოთხოვნა. ახლა ზუსტად ამას ვაკეთებთ. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მშვიდობისთვის, რომ ის ისევ დაუბრუნდეს უკრაინას. უნდა დავეხმაროთ ამ ომის მსხვერპლს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინას სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს გამოუცხადა. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთეს. ამის გარდა, 1 კვირის წინ UEFA-მ განახლებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რუსულ კლუბებს და რუსეთის ნაკრებს 2022/23 წლების სეზონშიც აეკრძალათ ყველა ტურნირზე მონაწილეობის მიღება.



მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს დროშა უკრაინის ნაკრების მაისურზე - ახალი ფორმა და კეთილი მიზნები
საქართველოს დროშა უკრაინის ნაკრების მაისურზე - ახალი ფორმა და კეთილი მიზნები