ანტონიო რუდიგერი, მადრიდის რეალი, ლონდონის ჩელსი
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - რუდიგერი რეალში ითამაშებს

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ანტონიო რუდიგერი ლონდონის „ჩელსის“ დატოვებს და კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით ადასტურებს.

რომანოს თქმით, რუდიგერსა და „სამეფო კლუბს“ შორის ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია. გერმანელი ფეხბურთელი „ბლანკოსში“ 2026 წლამდე დარჩება. ოფიციალური განცხადება კი სეზონის დასრულების შემდეგ გავრცელდება.

29 წლის ფეხბურთელის ხელფასი წლიურად 10 მილიონი ევრო იქნება. რუდიგერმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მადრიდული გრანდის სრულუფლებიანი წევრი იქნება.

ასევე გეტყვით, გერმანელი უკანახაზელით ისეთი კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორებიც მიუნხენის „ბაიერნი“ და კატალონიის „ბარსელონა“ არიან, თუმცა აღნიშნულმა კლუბებმა ანტონიოს პირობები ვერ დააკმაყოფილეს და ფეხბურთელმა საბოლოო არჩევანი „რეალზე“ შეაჩერა.

რუდიგერი „ჩელსიში“

29 წლის გერმანელი ლონდონურ კლუბს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, რუდიგერმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 199-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები