კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, ტორპედო
Aa
Aa

გულშემატკივრის სურვილი შესრულდა - ცეცაძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შემდეგ არასახარბიელო შედეგები აქვს ქუთაისის ტორპედოს, რომელმაც რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო, თუმცა მიმდინარე სეზონში დამაჯერებელი ვერ არის. 

ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოა ქუთაისელი გულშემატკივარი, რომელიც საყვარელი გუნდის მატჩებზე აღარ დადის. ფან-დაჯგუფებამ პროტესტი არჩია. მათი გადაწყვეტილება მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს უკავშირდებოდა -  გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის შეცვლას დაუყოვნებლივ ითხოვდნენ.

რამდენიმე დღის წინ CrystalSport-ი გიყვებოდათ, რომ სპეციალისტსა და კლუბის შორის აღნიშნულ საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები მიდიოდა. CrystalSport-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, ცეცაძემ კლუბი უკვე დატოვა და ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის დაპირისპირება მატჩის მიწურულს სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, ქუთაისის ტორპედოს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა (0-3), ამის გარდა, გუნდი მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს. ფეხბურთელებთან ერთად დისკვალიფიცირებულია მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, შოთა ბაბუნაშვილი.

CrystalSport-ის ინფორმაციითვე, რადგან გუნდს ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს, ხოლო ასისტენტი დისკალიფიცირებულია, დღეს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრის მიმდინარეობისას  მთავარი მწვრთნელის ფუნქციას გუნდის ანალიტიკოსი, თორნიკე შეყილაძე შეითავსებს.

9 ტურის შემდეგ, ტორპედოს 11 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს და  პლეი-აუტის ზონამდე მხოლოდ 1 ქულა აშორებს.

გორის დილას და ქუთაისის ტორპედოს შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 19:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები