ანტონიო რუდიგერი
Aa
Aa

კონტრაქტი მალე გაფორმდება - რუდიგერის რეალში გადასვლა გადაწყვეტილია

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი, ანტონიო რუდიგერი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს. ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება და ყველაფერი ოფიციალურად მალე დადასტურდება.

გერმანელი მცველი „სამეფო კლუბს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მის გადაბირებაში უდიდესი წვლილი კარლო ანჩელოტიმ შეიტანა. რომანოს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი რუდიგერის თამაშით აღფრთოვანებულია და დიდი სურვილი ჰქონდა, რომ იგი „ბლანკოსის“ რიგებში ეხილა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, რუდიგერსა და „რეალს“ შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. 29 წლის უკანახაზელი ყოველწლიურად, 9 მილიონ ევროს მიიღებს და „სამეფო კლუბთან“ ხელშეკრულების დადების სანაცვლოდ, 8 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსი გადაეცემა, მის აგენტებს რაც შეეხებათ, ისინი საკომისიოს სახით, 15 მილიონ ევროს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, რუდიგერი „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და „არისტოკრატების“ მაისურით 49 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა და გერმანელს რამდენიმე გამორჩეული მატჩი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე თავის ასაკში - Deportevalenciano მამარდაშვილზე
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე თავის ასაკში - Deportevalenciano მამარდაშვილზე