გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე, ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი
Aa
Aa

1 ოქროს და 1 ბრინჯაოს შანსი - მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ძიუდოში, სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 90 კგ. წონით კატეგორიის 1/2-ფინალში ლუკა მაისურაძემ წუთზე ნაკლებ დროში კრისტიან ტოტი იპონით დაამარცხა.

ფინალში მაისურაძე სერბ დარკო ბრასნოვიჩს შეხვდება. წარსულში მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და მაისურაძემ მოიგო.

რაც შეეხება ფინალისკენ მიმავალ გზას, მაისურაძემ ესტონელ კლეფ კრისტოფერ კალჯულაიდს ვაზარით აჯობა. ქართველმა ძიუდოისტმა სლოვაკი ჟილკას ბარიერი იპონით დაძლია. 1/4-ფინალში ლუკამ რუმინელ ალექს კრეტს ვაზარით მოუგო.

გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ნახევარფინალში ნიდერლანდელ იურ სპეიკერსთან იპონით დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელ იაკივ ხამოს დაუპირისპირდება. თუშიშვილი უკრაინელს სამჯერ შეხვდა და სამივე შეხვედრა მოუგო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ.) წარუმატებლად იასპარეზა. 1/4-ფინალში შვეიცარიელ დანიელ ეიჩთან მარცხის შემდეგ ე.წ. რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა ნიკოლოზ შერაზადიშვილთან შიდოებით დამარცხდა. საბოლოოდ, ლიპარტელიანი მე-7 ადგილზე გავიდა.

ილია სულამანიძე (-100 კგ.) მეორე ეტაპზე აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან ვაზარით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

სოფიო სომხიშვილი (+78) პირველ ეტაპზე შიდოებით დამარცხდა ნიდერლანდელ მარიტ კამპსთან, ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ტურნირის მეორე დღეს კი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გამარჯვება - გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია !
ბრწყინვალე გამარჯვება - გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია !