რეალი, პეპ გუარდიოლა, მან. სიტი
Aa
Aa

''ფეხბურთი ფანტასტიკური სპექტაკლია'' - გუარდიოლა რეალთან მატჩზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ''მან. სიტიმ'' ''ეტიჰადზე'' მადრიდის ''რეალი'' 4:3 დაამარცხა.

ანგარიში კევინ დე ბრუინმა მაჰრეზის საგოლე პასით მე-2 წუთზე გახსნა. მე-11 წუთზე გაბრიელ ჟესუსმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 33-ე წუთზე ბენზემამ სხვაობა შეამცირა. 53-ე წუთზე ფილ ფოდენმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. 55-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა შეაგდო - 3:2. 74-ე წუთზე ბერნარდუ სილვამ გაუტანა ''რეალს'', 81-ე წუთზე კი ბენზემამ პენალტის ნიშნულიდან დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ ''მან. სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ განაცხადა:

''ორივე გუნდისთვის ფანტასტიკური თამაში გამოვიდა. ბევრი რამ გავაკეთეთ. სამწუხაროდ, გოლები გავუშვით და უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ფანტასტიკურად ვითამაშეთ საოცარი გუნდის წინააღმდეგ.

ორივე გუნდს სურდა შეტევა, ორივე გუნდს სურდა გოლის გატანა, ფეხბურთი ფანტასტიკური სპექტაკლია.

ანჩელოტისა და მის გუნდს ვულოცავ, მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ''რეალი'' პრესინგს მაღალ დონეზე ახორციელებდა. ჩემი გუნდით ამაყი ვარ. ვეცდებით, მადრიდში გავიმარჯვოთ. რაც ჩვენ ბურთით და უბურთოდ გავაკეთეთ, არ შემიძლია ფეხბურთელებისგან უფრო მეტი მოვითხოვო.

შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი 4 მაისს მადრიდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები