ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ბეტისი, კოპა დელ რეი
Aa
Aa

კოპა დელ რეის ფინალი - მამარდაშვილი ძირითადშია

კოპა დელ რეის ფინალში ერთმანეთს „ბეტისი“ და „ვალენსია“ უპირისპირდებიან. ორივე გუნდს ტიტულის მოგების ბრწყინვალე შანსი აქვს. მატჩის წინ, „ღამურების“ თავკაცმა ხოსე ბორდალასმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

საბედნიეროდ ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა, რომელიც ლა ლიგის გასულ ტურში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ვერ ვიხილეთ. სპორტულ მედიაში ეს ფაქტი იმით აიხსნა, რომ ქართველი მეკარე ბორდალასმა სწორედ ფინალისთვის დაასვენა.

შეგახსენებთ, რომ ამ „ვალენსიასა“ და „ბეტისის“ დაპირისპირება 23 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები