საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს - ლებედევა-ბითაძე და პარხომენკო თავისუფალი პროგრამითაც გამოვლენ
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს - ლებედევა-ბითაძე და პარხომენკო თავისუფალი პროგრამითაც გამოვლენ

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს, სპორტულ წყვილთა შორის იულია ლებედევა-ბითაძე და დიმიტრი პარხომენკო გამოვიდნენ და საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს.

ქართული წყვილი მსაჯების წინაშე პირველი ნომრით წარდგა და 45.09 ქულა დაიმსახურა. ლებედევა-ბითაძემ და პარხომენკომ ტექნიკურ ელემენტებში 24.37 ქულა მიიღეს, ხოლო მათი პრეზენტაცია 20.72 ქულად შეფასდა, რაც მე-20 ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ფინალურ ეტაპზე 20 საუკეთესო წყვილი გადიოდა და ლებედევა-ბითაძემ და პარხომენკომ ჩეხებს, დენისა ციმლოვასა და ვილემ ჰლავსას 2.08 ქულით აჯობეს. პირველადგილოსანს რაც შეეხება, მოკლე პროგრამის შემდეგ ამერიკელები უნა და გეიჯ ბრაუნები ლიდერობენ - 66.98 ქულა. მეორე ადგილზე ნატალი დალესანდრო და ბრიუს უადელი იმყოფებიან - 64.00 ქულა, ხოლო ნადია ბაშინსკასა და პიტერ ბომონს 63.45 ქულა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტალინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდება. მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შანსი კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას აქვთ, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ვინ არის ეს ბიჭი, ვინც ბურთით ასე მოქმედებს?'' - ბუდუ გაუჩოს საოცარ გოლზე
''ვინ არის ეს ბიჭი, ვინც ბურთით ასე მოქმედებს?'' - ბუდუ გაუჩოს საოცარ გოლზე