კასანო:
Aa
Aa

კასანო: "ამ სულელებმა უნდა გაიგონ, რომ იტალიას უღიმღამო გუნდი ჰყავს"

ანტონიო კასანომ, ჩრდ. მაკედონიასთან იტალიის ნაკრების სენსაციური მარცხის შემდეგ, თავისი მოსაზრება გამოთქვა და იტალიური ფეხბურთი გააკრიტიკა.

„მანჩინი ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ მე პატივს ვცემ მას, რასაც აკეთებს. ყველანაირმა სულელმა უკვე ხმა ამოიღო და ყვირიან, მისი შემცვლელების დასახელება დაიწყეს.

ამ სულელებმა უნდა გაიგონ, რომ იტალიას უღიმღამო გუნდი ჰყავს. რამდენჯერ ვილაპარაკე ამაზე ბოლო წლებში? იმობილეს იტალიის ჩემპიონატში 180 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ბურთს ვერ იღებს.

მანჩინიმ ზაფხულში ევროზე სასწაული მოახდინა. და ახლა ის უნდა დაითხოვონ? ყველა ეს ჟურნალისტი და ტელევიზიის ექსპერტები უნდა დაითხოვონ!

სერია A ძალიან ცუდია. სამ მატჩში გაიტან და უკვე ნაკრებში ხარ. იმობილესთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მისი დაცვაა საჭირო. მას არასდროს გაუტანია გადამწყვეტი გოლი ეროვნული ნაკრების მატჩებში და მაშინ, რატომ ადანაშაულებენ მხოლოდ მანჩინის?“

- განაცხადა კასანომ Bobo TV Twitch-ზე პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მანჩინის დათხოვნაზე საუბრები უკვე დაიწყო. სახელდება გატუზოს, კანავაროსა და დე ძერბის კანდიდატურები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძის გოლი ლეგენდების მატჩში - რეინჯერსი ფიგუს გუნდთან დამარცხდა
არველაძის გოლი ლეგენდების მატჩში - რეინჯერსი ფიგუს გუნდთან დამარცხდა