ბასილაშვილი ნადალთან დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ნადალთან დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა. 

ტურნირის 1/16 ფინალურ ეტაპზე, ჩვენებური ამ ტურნირის 9 გზის გამარჯვებულ რაფაელ ნადალს შეხვდა და უშანსოდ, 0:6 1:6 0:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა 5 "ვინერსი" შეასრულა, ასევე 1 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მან პირველ ჩაწოდებაზე ქულების 40%, ხოლო მეორეზე 29% მოიგო.

შემდეგ წრეში ნადალის მეტოქე რობერტო ბაუტისტა-აგუტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები