ფიგურული ციგურაობა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს
Aa
Aa

ფიგურული ციგურაობა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, მოკლე პროგრამით ყინულზე სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე წყვილები გავიდნენ და მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დუეტმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.

ქართულმა წყვილმა მე-17 ნომრით იასპარეზა და 66.76 ქულა დაიმსახურა. კაზაკოვამ და რევიამ ტექნიკურ ელემენტებში 37.02 ქულა დაიმსახურეს, ხოლო მათი პრეზენტაცია 29.74 ქულით შეფასდა და მე-17 ადგილი დაიკავეს, რაც თავისუფალ პროგრამაში საასპარეზოდ საკმარისია.

ცნობისთვის, სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა 26 მარტს გაიმართება და მედლების მფლობელების ვინაობაც გაირკვევა. გადამწყვეტი ეტაპი თბილისის დროით, 20:05-ზე დაიწყება.

გეტყვით იმასაც, რომ გუშინ, მედლები სპორტულ წყვილებს შორის გათამაშდა და ყინულზე ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას ქართული წყვილიც ვიხილეთ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მეოთხე ადგილს იკავებდა. ბერულავა-საფინას დუეტმა პრაქტიკულად უშეცდომოდ იასპარეზა და მსაჯებისგან 124.38 ქულა დაიმსახურა. ლუკამ და კარინამ ტექნიკურ ელემენტებში 61.25 ქულა მიიღეს, პრეზენტაციაში - 63.13 და საერთო ჯამში მათი მონაგარი 191.74 ქულა იყო, რაც მეოთხე ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია: ''ცსკა-ში სხვა პიროვნება ვიყავი, იქ არ უნდა გადავსულიყავი''
შენგელია: ''ცსკა-ში სხვა პიროვნება ვიყავი, იქ არ უნდა გადავსულიყავი''