6-თვიანი სასჯელი ჭადრაკის დიდოსტატს - მას რუსეთის მხარდაჭერა არ აპატიეს
Aa
Aa

6-თვიანი სასჯელი ჭადრაკის დიდოსტატს - მას რუსეთის მხარდაჭერა არ აპატიეს

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკურმა კომისიამ დიდოსტატ სერგეი კარიაკინს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. 32 წლის სპორტსმენი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ინტერვენციას მხარს უჭერდა.

სასჯელი კარიაკინის პოზიციამ განაპირობა. მან პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის თაობაზე მოიწონა, რაც ცხადია ცივილიზებული სამყაროსთვის სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ეთიკურმა კომიტეტმა აღნიშული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შესაძლებელი იყო, რომ მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელი გატარებულიყო.

კარიაკინი 1990 წლის 12 იანვარს უკრაინაში, ქალაქ სიმფეროპოლში დაიბადა. 2003 წელს დიდოსტატის წოდება მიიღო. 2009 წლამდე უკრაინის მოქალაქე იყო, თუმცა შემდეგ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა, 2009 წლიდან მოყოლებული რუსეთის სახელით ასპარეზობს.

ამჟამინდელი რეიტინგით კარიაკინი მსოფლიოს მე-18 მოჭადრაკეა. კარიერის საუკეთესო შედეგი 2011 წელს დააფიქსირა, როცა რეიტინგში მე-4 პოზიციაზე იყო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის გამო FIDE-მ რუს და ბელარუს მოჭადრაკეებს ეროვნული სიმბოლიკით თამაშის უფლება აუკრძალა. ასევე, 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა რუსეთში არ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არის ჩემი და მილიონობით უკრაინელის სიცოცხლის ომი“ - ვლადიმირ კლიჩკო
„ეს არის ჩემი და მილიონობით უკრაინელის სიცოცხლის ომი“ - ვლადიმირ კლიჩკო