სტეფანო ფარინა გარდაიცვალა
Aa
Aa

სტეფანო ფარინა გარდაიცვალა

ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი მსაჯი, სტეფანო ფარინა, გუშინ 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც იტალიის სამსაჯო ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ფარინა მოულოდნელად გარდაიცვალა, თუმცა La Gazzetta Dello Sport წერს, რომ იგი ბოლო დროს სიმსივნეს ებრძოდა.

ფარინას კარიერის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი უმსაჯია. იგი 1995-2007 წლებში სერია ა-ს 236 შეხვედრას გაუძღვა.

გარდა ამისა, საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ მოთხოვნადი არბიტრი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები