გორგოძე: ,,ლაშას თავმდაბლობითა და შრომისმოყვარეობით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი
Aa
Aa

გორგოძე: ,,ლაშას თავმდაბლობითა და შრომისმოყვარეობით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი"

პარიზული  ტატამზე ნავსი გატეხა და ჩემპიონობა ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 30 წლის ძიუდოისტი ყველა უმაღლეს ტიტულს ფლობდა, პარიზის გრანდ სლემი კი ერთადერთი გამონაკლისი იყო, თუმცა ლაშამ შესანიშნავად იასპარეზა და ამ ტურნირზეც უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.

შავდათუაშვილის წარმატებულ გამოსვლას ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, ,,სპორტი იმედზე", ლეგენდარული მამუკა გორგოძე გამოეხმაურა:

ლაშას თავმდაბლობითა და შრომისმოყვარეობით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. სპორტსმენებს ჩემებურად ვუყურებ: - დიდი განცხადებებით არასდროს გამოირჩეოდა, საკუთარ საქმეს ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიჰყვებოდა. 

დასაფასებელია: მან ოლიმპიადაზე ასეთი შედეგი აჩვენა და როგორც წესი, ასეთ წარმატებას მცირე მოდუნება მოსდევს, მაგრამ ლაშას შემთხვევაში - არა. ლაშა, გილოცავ და კიდევ უფრო დიდ წარმატებას გისურვებ!

საქართველოს ნაკრების ლიდერი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება და ჯერ ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა დაამარცხა, შემდეგ - ფრანგი ჟან-ბენჟამინ გაბა, ნახევარფინალში უზბეკ შახრამ ახადოვის ბაიერიც გაიარა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს მოუგო და პარიზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 უპასუხო გოლი - 17-წლამდე ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირი მარცხით დაიწყო
3 უპასუხო გოლი - 17-წლამდე ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირი მარცხით დაიწყო