''სასამართლოს გადაწყვეტილებით მადლიერი ვარ'' - ჯოკოვიჩის კომენტარი და აქცია მელბურნში
Aa
Aa

''სასამართლოს გადაწყვეტილებით მადლიერი ვარ'' - ჯოკოვიჩის კომენტარი და აქცია მელბურნში

ავსტრალიაში სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის აპელაცია დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ჯოკოვიჩის ავსტრალიური ვიზის ანულირების გადაწყვეტილება უსაფუძვლო იყო, სერბი ჩოგბურთელი საკარანტინო სასტუმროდან დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ.

სერბმა Twitter-ში დაწერა:

''სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხარული და მადლიერი ვარ, ვიზის ანულირება გაუქმებულია. ყველა მომხდარი ფაქტის მიუხედავად, მინდა დავრჩე და ტურნირში მონაწილეობა მივიღო. ავსტრალიის ღია პირველობაზე ვარ ფოკუსირებული. მელბურნში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურნირზე სათამაშოდ გავფრინდი, სადაც საოცარი ქომაგები არიან. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. მადლობა გვერდით დგომისთვის და გამხნევებისთვის''.

შეგახსენებთ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით სერბ ჩოგბურთელს პასპორტი და პირადი ნივთები უნდა დაუბრუნონ.

მელბურნის ქუჩებში სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯოკოვიჩის 300-მდე ქომაგი ზეიმობდა. ისინი ჯოკოვიჩის სახელს სკანდირებდნენ და ყვიროდნენ: ''თავისუფლება, ნოვაკს''. მათი ზეიმი აგრესიულ მოქმედებებში გადაიზარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ავსტრალიური მედიის ცნობით, ქვეყნის ემიგრაციის სამინისტროს უფლება აქვს, რომ კიდევ ერთხელ მოითხოვოს ვიზის ანულირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები