ცნობილია რომელ ქვეყნებს სურთ ევრო 2028 წლის მასპინძლობა
ევროპული მმართველი ორგანი მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით მსურველებს საშუალებას მისცემას განაცხადი წარადგინოს და ევრო 20280-ის მასპინძლობაზე პრეტენზია გამოთქვას.
დასაშვებია მეზობელი ქვეყნების კოჰაბიტაციაც - აქ მთავარი გეოგრაფიული მდეობარეობა იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელობის მსურველმა ქვეყანამ UEFA-ს 10 სტადიონი უნდა წარუდგინოს, რომელიც კონკრტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს - მაგალითისთვის, ტევადობა აუცილებლად უნდა აღემატებოდეს 60 000-ს. შესაძლოა, ათეულში შედარებით მცირე სტადიონი მხოლოდ ერთი მოხვდეს.
ცნობილი გახდა, რომ დედლაინის ამოწურვამდე ევროპის 2028 წლის ჩემპიონატს მასპინძლობის სურვილი დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ უკვე გამოთქვეს. საგულისხმოა, რომ მიდის მსჯელობა, ევრო 2028-ზე 24-ის ნაცვლად 32 გუნდი დაუშვან, რაც ირლანდიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. უცხოური მედია წერს, რომ ქვეყნები მზად არიან 2030 წლის ჩემპიონატის განაცხადი გააუქმონ. მიზეზი მარტივია - 2030 წელს ურუგვაიში მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ჩატარების 100 წლის იუბილე შედგება, შესაბამისად, შესაძლოა, სამხრეთამერიკულ ქვეყნებს აღნიშნული ტურნირის მასპინძლობის მეტი შანსი ჰქონდეთ.
¿ES ACERTADO EL CAMBIO DE DECISIÓN? ????⚽️ #GranBretaña e #Irlanda se bajarán de la candidatura para el #Mundial2030 y buscarán organizar la #EURO2028https://t.co/hHjF2JW5zO
— Marketing Registrado (@MktRegistrado) January 7, 2022