სიდიბე:
Aa
Aa

სიდიბე: "მეტოქის არ გვეშინია"

ფრანგული "მონაკოს" განაპირა მცველმა, ჯიბრილ სიდიბემ, "იუვენტუსთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"თუკი ჩვენ აქ ვართ, ესე იგი გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა და ამ ეტაპის დაძლევა შეგვიძლია. 

პირველი შეხვედრა წავაგეთ, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია და სწორედ ამისთვის ვიბრძოლებთ. 

ფავორიტი, რა თქმა უნდა, "იუვენტუსია", მაგრამ მათი არ გვეშინია". - განაცხადა სიდიბემ.

"მონაკომ" პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები