ფაბრეგასი: „ჩელსიში“ მიწვევისთვის ყოველთვის მოურინიოს მადლობელი ვიქნები
Aa
Aa

ფაბრეგასი: „ჩელსიში“ მიწვევისთვის ყოველთვის მოურინიოს მადლობელი ვიქნები

ლონდონის „ჩელსის“ ესპანელმა ნახევარმცველმა ცესკ ფაბრეგასმა, ჟოზე მოურინიოს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელ კლუბში მიწვევისთვის, ყოველთვის პორტუგალიელი სპეციალისტის მადლობელი იქნება.

„მოურინიოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ამას კვლავაც განვაგრძობ. ლონდონის „ჩელსიში“ მიწვევისთვის, ყოველთვის მისი მადლობელი ვიქნები“ - განაცხადა ცესკ ფაბრეგასმა

„პრემიერლიგის“ მიმდინარე გათამაშებაში, ფაბრეგასმა მონაწილეობა 33 მატჩში მიიღო. მის ანგარიშზე კი 3 გატანილი გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები