იბრა:
Aa
Aa

იბრა: "იუვემ რონალდუ იყიდა, მე მესის ავირჩევდი"

„მილანის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა ინვესტიციები იდება ტურინის „იუვენტუსში“. შვედმა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ კრიშტიანუს ნაცვლად ყოველთვის მესის აირჩევდა. ეს ყველაფერი ზლატანმა Corriere TV-სთან საუბრისას განაცხადა.

ზლატანი:

„თუ მკითხავთ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გეტყვით, რომ რონალდო არის. საუბარია ბრაზილიელ რონალდოზე. მარადონას თამაშები პირადად არასდროს მინახავს. დიეგოს მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი. რონალდოს კი პირადად ვადევნებდი თვალს და ბავშვობაში ვცდილობდი მისთვის მიმებაძა.

„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ შეიძინა. რონალდუს და მესის შედარება რთულია. ორივე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. არჩევანი ჩემზე რომ იყოს, მესის ავირჩევდი, რადგან მასთან ერთად ვთამაშობდი და რასაც ის აკეთებს ფაქტობრივად შეუძლებელია.“

იბრაჰიმოვიჩი თავის მომავალზე:

„მინდა რომ ფეხბურთი, რაც შეიძლება დიდ ხანს ვითამაშო. ამას ვაპირებ კიდეც. სანამ ადრენალინი და შესაძლებლობა მექნება არ გავჩერდები. „მილანზე“ ზეწოლას მოვახდენ და ვიტყვი, რომ ამ კლუბში მთელი ცხოვრება მსურს დარჩენა და ამის იმედიც მაქვს. მე ჯერ კიდევ მაქვს მიზნები, რომელთა მიღწევაც შემიძლია და მინდა კიდევ ერთი სკუდეტო მოვიგო.

ჯერ არ ვიცი კარიერის დასრულების შემდეგ რას გავაკეთებ, ამიტომ გაჩერება ცოტა მაშინებს. ყველაფერს მომავალი დაგვანახებს. ახლა მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობ. კარგი იქნებოდა დანიელე მალდინის შვილთან ერთადაც მეთამაშა. ასეთ დონეზე მოზღვავებული ადრენალინი მტოვებს. ყველაფრის გასაღები სწორედ ეს არის.“

იბრა მიმდინარე სეზონში

40 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ტრავმები აწუხებდა, თუმცა მსუყე სტატისტიკა მაინც დააგროვა. ზლატანმა ყველა ტურნირზე ერთად „მილანის“ მაისური 12-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები