საქართველოს თასი | ფინალის ბილეთების რეალიზაცია დაიწყო
Aa
Aa

საქართველოს თასი | ფინალის ბილეთების რეალიზაცია დაიწყო

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს სამგურალისა და თბილისის საბურთალოს დაპირისპირება 8 დეკემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება. მატჩი გამოარკვევს იმ გუნდის ვინაობას, რომელიც თასის გარდა, ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს სამგურალი ითამაშებს.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დღეს დაიწყო. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სტადიონის სრული ტევადობის 33% შეივსება.

✔ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე მიმდინარეობს;

✔ ფასი 5 ლარია;

✔  ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა;

ბილეთების ყიდვა 

მატჩზე დასასწრებად:

მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი / ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი / ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი / ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

სტადიონის კარი 15:00 საათზე გაიღება.

ცოტა რამ საქართველოს თასზე:

ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. საქართველოს თასი 2015/16 წლების სეზონში სწორედ ქუთაისში აღიმართა, სადაც დინამო თბილისმა სიონი მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეცამეტედ ასწია, რაც ამ დრომდე საუკეთესო მაჩვენელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შემდეგ დინამო თბილისი საქართველოს თასის ფინალში აღარ გასულა.

სხვადასხვა დროს საქართველოს თასის გადამწყვეტ შეხვედრას დინამო არენამ (თბილისი), მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა (თბილისი), რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა (ქუთაისი), ასევე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა (გორი), ანგისამ (ბათუმი) და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა (ზესტაფონი) უმასპინძლა.

2020 წლის საქართველოს თასის მფლობელი კი გაგრაა. გასულ წელს, ისტორიაში პირველად, აღნიშნული თასი ლიგა 2-ის გუნდებს შორის გათამაშდა. შეხვედრა გაგრასა და სამგურალს შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა (პენალტები / 5-3).

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,თუ დაინტერესება იქნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სიამოვნებით შეუერთდება
,,თუ დაინტერესება იქნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სიამოვნებით შეუერთდება"