გამოძიება დაიწყო - ბელინგემს პოლიცია დაკითხავს
Aa
Aa

გამოძიება დაიწყო - ბელინგემს პოლიცია დაკითხავს

ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „დორტმუნდის ბორუსიამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და „რეკორდმაისტერმა“ ბოლო გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

პენალტის ეპიზოდმა პრესაში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. გულშემატკივრების ნაწილი თვლის, რომ მსაჯი შეცდა. იდენტური აზრი ჰქონდათ „დორტმუნდის“ ფეხბურთელებსაც. ბელინგემმა კი თავისი აზრი საჯაროდ დააფიქსირა და მატჩის არბიტრი გააკრიტიკა.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ პოლიცია საგამოძიებო სამუშაოს დაიწყებს.

ბელინგემის კომენტარი:

„ჩემთვის იმ ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა. ჰუმელსი ბურთს არ უყურებდა, ის მხოლოდ იბრძოდა. თქვენ შეგიძლიათ მსაჯის ბევრი გადაწყვეტილება გადაამოწმოთ. მათ დანიშნეს მსაჯი, რომელიც ადრე ჩაწყობილ თამაშებზე იყო დაკავებული. სხვას რას ელოდით?“

როგორც უკვე მოგახსენეთ, პოლიცია ბელინგემის ამ კომენტარით დაინტერესდა და საგამოძიებო მუშაობა დაიწყო. ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი არ არის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები