სისე:
Aa
Aa

სისე: "კლოპს თავი ვინ ჰგონია?! ლივერპულს პატივს ვცემ, მას არა"

სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალიუ სისემ იურგენ კლოპი აფრიკის თასთან დაკავშირებით მისი კომენტარებისთვის გააკრიტიკა.

გასულ თვეში გერმანელმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც აფრიკის თასზე იყო საუბარი, მას „პატარა ტურნირი" უწოდა.

მოგვიანებით ჟურნალისტმა ოჯორა ბაბანტუდემ კლოპს ამ სიტყვებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, მაგრამ გერმანელმა უარი თქვა და განაცხადა, რომ ჟურნალისტს მისი ირონია არ ესმოდა.

„მას თავი ვინ ჰგონია? მე ვავარჯიშებ სენეგალის ეროვნულ გუნდს და ჩემი ფეხბურთელები კლოპთან ერთად ლივერპულში თამაშობენ.

პატივს ვცემ ლივერპულს, მაგრამ არა კლოპს, რომელიც უარყოფითად საუბრობს აფრიკულ საფეხბურთო ტურნირებზე. ის არის იქ, სადაც ახლა არის აფრიკელი ფეხბურთელების წყალობით.

მან ყველა ფინალი წააგო მანამ, სანამ სალაჰი, მანე და მატიპი არ დაბრუნდნენ და მას პირველი დიდი ევროპული ფინალის მოგებაში დაეხმარნენ“,

- განაცხადა სისემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რანგნიკი:
რანგნიკი: "გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ"