ბარსა დემბელეს ბოლო წინადადებას უმზადებს და პასუხს 31 დეკემბრამდე მოითხოვს
Aa
Aa

ბარსა დემბელეს ბოლო წინადადებას უმზადებს და პასუხს 31 დეკემბრამდე მოითხოვს

„ბარსელონასა“ და უსმან დემბელეს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესრული და ფრანგის იანვარში წასვლის შანსები საგრძნობლად იზრდება. კატალონიელებს ესმით, რომ 24 წლის ფრანგს ვერ უშვებენ, რადგან ბაზარზე გასაძლიერებლად ბევრი ვარიანტი არ არის.

„ბარსას“ დემბელეს შესანარჩუნებლად ბოლო მცდელობა ექნება. ახლა კატალონიური კლუბი საბოლოო წინადადებას ამზადებს და ფეხბურთელის წარმომადგენლებისგან პასუხის მიღება 31 დეკემბრამდე სურს. თუ პასუხი არ იქნება, „ბარსა“ ამას წასვლის სიგნალად ჩათვლის და დიდი ალბათობით ფრანგს ზამთარშივე გაასხვისებენ.

დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივების მთავარი პრობლემა ფიქსირებული ხელფასია. „ბარსამ“ მისი ამჟამინდელი ხელფასის გაყინვა შესთავაზა, მაგრამ ისინი მზად არიან კონტრაქტში მნიშვნელოვანი პრემიები შეიტანონ. თუ უსმანი ყველა მიზანს მიაღწევს, ის შეიძლება გახდეს გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე.

ბარსამ იცის, რომ დემბელეს აგენტი შეხვდა „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, მიუნხენის „ბაიერნს“, „ტოტენჰემს“ და „იუვენტუსს“, რათა მათი წინადადებები მოესმინა.

ამასთან, დემბელე აცხადებს, რომ კლუბში ბედნიერია და დარჩენა სურს. შეგახსენებთ, რომ ფრანგს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორი იყო ქართული მედიის არჩევანი ოქროს ბურთის გამოკითხვაში
როგორი იყო ქართული მედიის არჩევანი ოქროს ბურთის გამოკითხვაში