ნაპოლიმ ატალანტასთან წააგო - მილანი სერია ა-ს ლიდერია
Aa
Aa

ნაპოლიმ ატალანტასთან წააგო - მილანი სერია ა-ს ლიდერია

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ატალანტას“ უპასუხა და მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. „პარტენოპეიმ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა. მატჩი კი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

მე-7 წუთზე მალინოვსკიმ „ატალანტა“ დააწინაურა. ნაპოლელები გააქტიურდნენ და მე-40 წუთზე ზიელინსკიმ წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში შეხვედრა უფრო საინტერესო გახდა.

მერტენსმა 47-ე წუთზე „ნაპოლი“ დააწინაურა. ბერგამოელები მარცხს არ ეგუებოდნენ და ზეწოლა გააძლიერეს. დემირალმა 66-ე წუთზე გაათანაბრა. მეორე ტაიმი „ატალანტას“ კარნახით მიმდინარეობდა. გასპერინის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და 71-ე წუთზე ფროილერმა გამარჯვების მომტანი მესამე გოლი გაიტანა.

„ნაპოლის“ დამარცხებამ ყველაზე დიდი სარგებელი „მილანს“ მოუტანა. ამ მომენტისთვის სერია ა-ს სწორედ „როსონერი“ ლიდერობს 38 ქულით. მეორე პოზიციაზე 37 ქულით „ინტერი“ მოგვევლინა. სპალეტის გუნდი კი 36 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა. ჩემპიონთა ლიგის ზონას „ატალანტა“ 34 ქულით ხურავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები