იუვენტუსის ფინანსური სკანდალი - პროკურატურა რონალდუსაც დაკითხავს
Aa
Aa

იუვენტუსის ფინანსური სკანდალი - პროკურატურა რონალდუსაც დაკითხავს

ტურინის პროკურატურა კრიშტიანუ რონალდუს დაკითხვას გეგმავს. საქმე „იუვენტუსში“ არსებულ მორიგ ფინანსურ სკანდალს ეხება.

როგორც ცნობილია, „ბებერი ქალბატონის“ ოფისში სამართალდამცავები უკვე რამდენიმე დღეა ჩხრეკას აწარმოებენ და გარკვეული დოკუმენტების ამოღების შემდეგ, ყველაფერი ისე მიდის, მალე ტურინელებს კიდევ ერთი სოლიდური სანქცია ელით.

რაც შეეხება რონალდუს, La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პორტუგალიელის იტალიურ კლუბთან თანამშრომლობის ფინანსური მხარე ყალბი ფინანსური ანგარიშგების საქმის გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ.

სატელეფონო საუბრებში იუვენტუსის ხელმძღვანელებმა ახსენეს „დოკუმენტი, რომელიც თეორიულად არ უნდა არსებობდეს“. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუმ შესაძლოა „იუვენტუსისგან“ დამატებითი ანაზღაურება მიიღოს. საუბარია ლოკდაუნის დროს არსებულ ვითარებაზე.

პროკურორს სურს შეიტყოს პორტუგალიელის კლუბთან თანამშრომლობის დეტალები. Football Italia-ს ცნობით, კრიშტიანუს დაკითხვა უახლოეს დღეებში იგეგმება.

რა სტადიაზე ამჟამად გამოძიება

ისინი ეჭვმიტანილები არიან ყალბი რეპორტის წარდგენაში. ამჯერად კი Ansa პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების მთავარი ინტერესი 282 მილიონი ევროსკენ არის მიმართული, რომელიც ხასიათდება, როგორც „ღირებულების თაღლითური გზით გაზრდა“.

შესწავლილია მირალემ პიანიჩის ბარტერი „ბარსელონასთან“ არტურის სანაცვლოდ (2020 წელს). მაშინ, ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით, სატრანსფერო ღირებულება ორივე კლუბისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევრო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაძევებული 2 მეკარე და კარში ჩამდგარი ფორვარდი - ლობჟანიძე და პენალტების სერია
გაძევებული 2 მეკარე და კარში ჩამდგარი ფორვარდი - ლობჟანიძე და პენალტების სერია