ზლატანის თქმით, მატერაცი განზრახ უხეშობდა - იტალიელმა იბრას უპასუხა
Aa
Aa

ზლატანის თქმით, მატერაცი განზრახ უხეშობდა - იტალიელმა იბრას უპასუხა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ინტერის“ ყოფილი მცველის, მარკო მატერაცის თამაშზე ნეგატიურად ისაუბრა, რის შემდეგაც იტალიელმა სოციალური ქსელიდან უპასუხა:

„მას შეეძლო მოწინააღმდეგეს უკნიდან მიახლოებოდა, რათა ზიანი მიაყენებინა. ჩვენ, ფეხბურთელებს, მაშინვე გვესმის, როდესაც მეტოქე უკნიდან უხეში თამაშისთვის მოდის, რათა დაგვაზარალოს ან უბრალოდ ითამაშოს ისე, როგორც კიელინი, სტამი, მალდინი...

მატერაცი? ინციდენტი მქონდა მასთან და დერბიში, როცა სამაგიერო გადავუხადე. ის გაშლილი ფეხებით ვარდნას მიკეთებდა, თან საკმაოდ მაღლა, რა დროსაც ავხტი და თავი ავარიდე, შემდეგ მსუბუქად იდაყვი მივარტყი.

ფილიპო ინძაგიმ თქვა: „საუკეთესო დერბი ჩემს ცხოვრებაში? 1:0, იბრას გოლი და მატერაცი საავადმყოფოში“. - მან აშკარად იხუმრა“.

- ციტირებს ზლატანის სიტყვებს Milanreports-ი.

მატერაციმ იბრას უპასუხა და ინსტაგრამზე მუნდიალისა და ჩემპიონთა ლიგის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მან „სკუადრა აძურასა“ და „ინტერთან“ ერთად მოიგო. თასები, რომლებიც შვედმა ვერ მოიგო.

იტალიელმა პოსტს წააწერა:

„პოსტი უსიტყვოდ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზლატანი:
ზლატანი: "ოქროს ბურთი ლევანდოვსკის უნდა მოეგო"