შესაძლოა ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთი გადაეცეს
Aa
Aa

შესაძლოა ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთი გადაეცეს

France Football-ის მთავარმა რედაქტორმა პასკალ ფერემ უპასუხა კითხვას „ბაიერნის“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთის მოგების შესაძლებლობის შესახებ.

პარიზში გამართულ ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი გახდა, რომელმაც ლევანდოვსკის სიტყვით გამოსვლისას უთხრა, რომ გასულ წელს საუკეთესო ის იყო და ოქროს ბურთიც მისი უნდა ყოფილიყო.

„მესის სიტყვები ლამაზი და ჭკვიანურია. არ არის საჭირო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ამაზე (ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთის გადაცემაზე) და ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ არჩევანზე აგებული ოქროს ბურთის ისტორიას.

ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ლევანდოვსკი შარშან ოქროს ბურთს მოიგებდა. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რადგან ხმის მიცემა არ ყოფილა. მართალი გითხრათ, ლევანდოვსკის გასულ წელს გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა“,

- თქვა ფერემ.

შეგახსენებთ, რომ საუბრები ორი ოქროს ბურთის გადაცემის შესახებ აქამდეც იყო, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და პოლონელს ჯილდო (2020 წლის), რომლის მთავარი ფავორიტიც იყო არ გადაეცა. ლეო მესის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს France Football-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამბები, რომელიც მოსაყოლად ღირს -  ოქროს ბურთი და 6 ქართველი ფეხბურთელი
ამბები, რომელიც მოსაყოლად ღირს - ოქროს ბურთი და 6 ქართველი ფეხბურთელი