სიტის შემდეგ - გუარდიოლამ თავის მომავალზე ისაუბრა
Aa
Aa

სიტის შემდეგ - გუარდიოლამ თავის მომავალზე ისაუბრა

პეპ გუარდიოლამ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. ესპანელ სპეციალისტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ სად აპირებს კარიერის გაგრძელებას „სიტის“ შემდეგ, ხომ არ იქნება ეს ეროვნული ნაკრები?...

„მინდა, რომ აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. მთელი ჩემი ენერგია და სიყვარული აქ არის. არ ვიცი მანჩესტერ სიტის შემდეგ რა იქნება.

ეროვნული ნაკრები? თუ, რომელიმე ეროვნული გუნდის გაწვრთნას ვერ მოვახერხებ, მაშინ რომელიმე კლუბს ჩავიბარებ. ასე რომ ეს პრობლემა არ იქნება. თუმცა, ინგლისში აქ ყოფნისას მგონია, რომ სამუდამოდ მანჩესტერ სიტიში ვიქნები.

წასვლის შემთხვევაში, თუ ინგლისში დაბრუნება მომიხდა კვლავ სიტის გავწვრთნი. სხვა ინგლისურ კლუბში მუშაობას არ ვაპირებ“.

- ციტირებს გუარდიოლას სიტყვებს ესპანური Sport-ი.

სიტის წარმატებული სტარტი

პეპ გუარდიოლას გუნდმა 2021-22 წლების სეზონში დამაჯერებელი სტარტი აიღო. ქალაქელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგება შეძლეს და პირველი ადგილისთვის ბრძოლაში პსჟ დაამარცხეს.

პრემიერ ლიგაში „სიტი“ 13 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და საჩემპიონო რბოლაში „ჩელსისთან“ და „ლივერპულთან“ ერთად მთავარ ფავორიტად ითვლება. პეპის გუნდმა მეცამეტე ტურში შინ „ვესტ ჰემს“ 2:1 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 გოლი 1 მატჩში: ,,კუნთი მქონდა გაწყვეტილი, ეს დიდი შრომის შედეგია
6 გოლი 1 მატჩში: ,,კუნთი მქონდა გაწყვეტილი, ეს დიდი შრომის შედეგია"