ზედიზედ მეორე მარცხი - მილანმა ამჯერად სასუოლოსთან წააგო
Aa
Aa

ზედიზედ მეორე მარცხი - მილანმა ამჯერად სასუოლოსთან წააგო

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში „მილანმა“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. „როსონერიმ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა დაკარგა და ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო.

მატჩი საკმაოდ მხიარული გამოვიდა და გულშემატკივრებმა ეფექტური გოლები იხილეს. ანგარიში 21-ე წუთზე რომანიოლიმ გახსნა. სტუმრები არ მოდუნდნენ და ზუსტად 3 წუთში სკამაკამ ეფექტური დარტყმით გაათანაბრა.

პირველ ტაიმში „სასუოლომ“ „როსონერი“ კიდევ ერთხელ დაამწუხრა. 33-ე წუთზე კიაერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრებს დაწინაურების საშუალება მისცა. მეორე ნახევარში პიოლის გუნდი ბევრს ცდილობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეტიც, ბურთი აქეთ გაუშვა. ბერარდიმ 66-ე წუთზე გაისროლა და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. 77-ე წუთზე მინდვრიდან რომანიოლი გააძევეს და მასპინძლებმა მატჩის გადარჩენის ყველა შანსი დაკარგეს.

სატურნირო ცხრილი

ამ მარცხის შემდეგ, „მილანს“ 32 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. მიმდინარე ტურში „ნაპოლი“ „ლაციოს“ მასპინძლობს. იმ შემთხვევაში, თუ „პარტენოპეი“ გაიმარჯვებს, „როსონერის“ 3 ქულით გაასწრებს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები