ჩავი:
Aa
Aa

ჩავი: "ფერან ტორესი კარგი ფეხბურთელია, კლუბის გაძლიერებას ვგეგმავთ"

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ვილიარეალი“ 3:1 დაამარცხა. ჩავის გაწვრთნილმა ბარსამ ლა ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

ესპანელი ყოფილი ფეხბურთელის დანიშვნის შემდეგ, კატალონიურ გრანდს არაერთ ახალ ფეხბურთელს უკავშირებენ. ბოლოს ასეთი საუბარი ფერან ტორესზე მიმდინარეობდა. სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, „ბლაუგრანას“ „მანჩესტერ სიტის“ შემტევი ზამთარში უნდა გადაეყვანა.

„ვილიარეალთან“ გამარჯვების შემდეგ, ჩავიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ფერან ტორესის საკითხსაც შეეხო.

ჩავი:

„მატჩის შემდეგ, ახალ ტრანსფერებზე საუბრის დროს არ არის. ფერან ტორესი, ისევე როგორც სხვები, შესანიშნავი მოთამაშეა. კლუბის გასაძლიერებლად ვმუშაობთ და საუკეთესოს ვეძებთ. „მანჩესტერ სიტიში“ მეგობრები გვყავს და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს.

ჩვენ დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და დომინანტები არ ვყოფილვართ. „ვილიარეალს“ წაგება არ დაუმსახურებია. დღევანდელი გამარჯვება უდიდესი სულისკვეთების შედეგია. გამარჯვება მაშინაც უნდა მოახერხო, როდესაც კარგად ვერ თამაშობ. რეალურად იმაზე ცუდად ვითამაშეთ, ვიდრე ეს „ბენფიკასთან“ გავაკეთეთ. პორტუგალიელებთან გამარჯვება დავიმსახურეთ და ვერ მოვიგეთ.“

ბარსა ჩავის დანიშვნის შემდეგ

კატალონიურმა გრანდმა ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 3 მატჩი ჩაატარა. აქედან ორი ლა ლიგაზე მოდის. ჩავის სადებიუტო შეხვედრა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ შედგა და „ბლაუგრანამ“ 1:0 მოიგო. მეორე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკას“ წინააღმდეგ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა. „ვილიარეალთან“ დაპირისპირებაზე კი უკვე მოგახსენეთ..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები