,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი მიიღეს და მასთან გახსნილები არიან
Aa
Aa

,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი მიიღეს და მასთან გახსნილები არიან"

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - მათ შორის, 2 შეხვედრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც სტუმრად, კოსოვო დავამარცხეთ (1-2), ხოლო ბათუმის სტადიონზე - შვედეთი (2-0).

ამით, ჩვენმა ნაკრებმა სიახლეებით სავსე კალენდარული წელი დაასრულა.

საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად ვეტერანი მოთამაშე და მოქმედი მწვრთნელი, ვარლამ კილასონია იმყოფებოდა. კილასონიამ გადაცემა ,,ტაიმაუტში" ჩვენი გუნდის ფრანგი სპეციალისტის შესახებ ისაუბრა:

სანიოლი ერთი და იგივე ხალხზე ჩაციკლული არაა, ვინც თავს გამოიჩენს, საქართველოს ჩემპიონატში თუ ევროპაში,  კარი ყველასთვის ღიაა. ეს უკვე პლუსია.  რატომ უნდა შეზღუდო მოთამაშე, თუ შეტევაში ინდივიდუალური თამაში შეუძლია? მე ამის ნდობასაც ვხედავ. იგივე კვარაცხელია, დავითაშვილი და კიტეიშვილი შეზღუდულები არ არიან.

ამას გარდა, რატომღაც მგონია, რომ გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო უნდა იყოს – ფეხბურთელებთან დამოკიდებულებას და ურთიერთობას, პატივისცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მწვრთნელობა არაა მხოლოდ სიმკაცრე და დისტანციის დაჭერა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი სხვებთან შედარებით უფრო მიიღეს და მასთან უფრო გახსნილები არიან. ამ სილაღემ და თავისუფლებამ თავისთავად შედეგი უნდა მოგვიტანოს.

რა თქმა უნდა, შემოდგომის წაგებული თამაშები იყო მინუსი და გულშემატკივარსაც გული აუცრუვდა და ბევრი ფიქრობდა, მარტის თამაშებში ნაჩვენები თამაშები მოჩვენებითი ხომ არ იყო? მაგრამ ოქტომბრის თვემ დაგვანახა, რომ ადამიანი ძიებაშია. როდესაც გასვლის შანსი არ გაქვს, იმ ექსპერიმენტებსაც გავამართლებ, თუ ხვალინდელი წარმატებისთვის ეს საჭირო იყო.

ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მიმინარე წელს დაინიშნა. ამ დროში მისმა საქართველოს ნაკრებმა 12 შეხვედრა გამართა, მათ შორის: 4 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 7 შემთხვევაში დამარცხდა.

ჩვენი გუნდი 2022 წლის მარტში შეიკრიბება და ამხანაგურ შეხვედრას გამართავს (მეტოქე ჯერჯერობით, ცნობილი არ არის), ხოლო იქამდე, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის შესახებ შევიტყობთ.

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართება, რისთვის მზადებასაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ემსახურებდა.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი მიიღეს და მასთან გახსნილები არიან
,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი მიიღეს და მასთან გახსნილები არიან"