ისტორიაში მესამე შედეგი - არნოლდი მხოლოდ რუნის და ფაბრეგასს ჩამორჩება
Aa
Aa

ისტორიაში მესამე შედეგი - არნოლდი მხოლოდ რუნის და ფაბრეგასს ჩამორჩება

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მატჩში მეოთხე გოლი ვირჯილ ვან დაიკმა გაიტანა. საგოლე  გადაცემა კი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა შეასრულა. ახალგაზრდა ინგლისელი პასი კი ისტორიული აღმოჩნდა.

არნოლდმა პრემიერ ლიგაში მე-40 ზუსტი პასი გააკეთა და ის გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში ხსენებული რაოდენობის საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ტრენტმა ეს ყველაფერი 23 წლის და 51 დღის ასაკში შეძლო.

„ლივერპულის“ მარჯვენა მცველზე წინ ლეგენდარული უეინ რუნი და ცესკ ფაბრეგასი არიან. „იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა 40 საგოლე პასი 22 წლის და 200 დღის ასაკში შეასრულა. ესპანელმა ნახევარმცველმა კი მსგავსი ნიშნული 21 წლის და 188 დღის ასაკში დააფიქსირა.

არნოლდი „ლივერპულში“

23 წლის მარჯვენა მცველი მერსისაიდული გრანდის აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2016 წელს დაწინაურდა. 2016 წლიდან დღემდე, ტრენტმა ყველა ტურნირზე ერთად „ლივერპულის“ მაისური 193-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 53 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები