ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "პერესს ივლისისთვის დიდი გეგმები აქვს"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ კლუბის გეგმებზე ისაუბრა და ქომაგებს დიდი მოლოდინი შეუქმნა.

„რეალში ყველაფერი უცვლელი რჩება, მხოლოდ მწვრთნელები იცვლებიან. იგივე ფიზიოთერაპევტები, თანამშრომლები, ჟურნალისტები. იგივე ხედვა, იგივე სიდიადე. და ეს ყველაფერი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის მიუხედავად.

2022 წლის დეკემბერში ახალი ბერნაბეუ მზად იქნება, ფლორენტინო პერესს კი ივლისისთვის დიდი გეგმები აქვს.

რეალის შეთავაზება ფანტასტიკური სიურპრიზი იყო, თუმცა კლუბთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ მთელი ცხოვრება აქ დავრჩები. ეს არის საუკეთესო ადგილი ფეხბურთში, საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად.

ჰოლანდი და მბაპე? ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ“,

- განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესმა გასულ ზაფხულს მბაპეს ვერ შეძენის შემდეგ, ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვისგან თავი შეიკავა და იმ მომენტშიც დაიწერა, რომ „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი მთელს რესურსს 2022 წლის ზაფხულისთვის შეინახავდა. როგორც ჩანს, „ლოს ბლანკოსი“ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყალბი რეპორტი: ანიელის, ნედვედისა და სხვების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ყალბი რეპორტი: ანიელის, ნედვედისა და სხვების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო