საქართველოს ნაკრები გუნდური ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია.
რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს - 4-2.
გამარჯვება: საბა ინანიშვილი (+90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
მარცხი: სოფიო სომხიშვილი (+70 კგ ), მარიამ ჭანტურია (-70 კგ).
შემდეგ კი, ფინალის საგზური იდენტური ანგარიშით თურქეთს მოუგეს - 4-2.
გამარჯვება: საბა ინანიშვილი (+90 კგ), 90 ლუკა მაისურაძე (-90) მარიამ ჭანტურია (-70 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
მარცხი: ფრიდონ გიგანი (73 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ ).
უფაში ევროპის საუკეთესო გუნდი 3-3 წონით კატეგორიაში დღეს გამოვლინდება. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და მეტოქე, ავსტრია - 4-0 დაამარცხა.
ფინალში ჩვენი გუნდი ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება.