ტოჩინოშინმა იორიკირით გაიმარჯვა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში წლის ბოლო სუპერტურნირი, „კიუშუ ბაშო“ დასასრულს უახლოვდება.
წლის დასკვნითი სუპერ ტურნირის ბოლოსწინა, მე-14 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირას, კოტონოვაკას დაუპირისპირდა და იორიკირით დაამარცხა. გარდა გამარჯვების, ქართველმა გოლიათმა აღნიშნულ მეტოქესთან ბალანსი დადებითი გახადა (2-2) და მაკუუჩი დივიზიონში ადგილი უკვე შეინარჩუნა მიუხედავად იმის, თუ როგორ დასრულდება ხვალინდელი, დასკვნითი შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა რიკიშიმ „კიუშუ ბაშოს“ საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა და ოთხივეში შემთხვევაში მარცხი ჩაეთვალა.