ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი ნახა და უცნობი გულშემატკივარი დაასაჩუქრა
Aa
Aa

ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი ნახა და უცნობი გულშემატკივარი დაასაჩუქრა

ინტერნეტით ვირუსულად გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია სრულიად უცნობ გულშემატკივარს მას შემდეგ დაეხმარა, როდესაც სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი იხილა:

გადარეული ვარ! არც ვიცი, როგორ დავწერო ისე, რომ ზუსტად მივიდეს ადრესატამდე ის, რასაც ახლა მე ვგრძნობ.

რაც მთავარია, ზაზა ფაჩულიასთვის სულ მინდოდა მეთქვა - რა მაგარია, რომ ქართველია და ამას ახლა ვეტყვი!

მართალია, არ მჩვევია ინბოქსის გაზიარება, მაგრამ ის წელს ჩემი სანტაა და მინდა, გაგიზიაროთ.

ქართველმა ცენტრმა ნაციონალურ  საკალათბურთო ასოციაციაში 16 სეზონი გაატარა. ფაჩულიამ კარიერის განმავლობაში გოლდენ სტეიტთან ერთად ორი საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა.

NBA-ში ფაჩულიამ გოლდენის გარდა , ორლანდო მაჯიქსში , მილოუკ ბაქსში , ატლანტა ჰოუქსში, დალას მავერიქსში და დეტროიტ პისტონსში იასპარეზა.

ზაზას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1098 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გია გეგუჩაძე: ,,საქმის მიმართ აზაროვის დამოკიდებულება გამოსარჩევია
გია გეგუჩაძე: ,,საქმის მიმართ აზაროვის დამოკიდებულება გამოსარჩევია"