„ზედმეტად ბრიტანული
Aa
Aa

„ზედმეტად ბრიტანული" - ფეხბურთელები სულშერის ვარჯიშებით უკმაყოფილონი იყვნენ

ESPN-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები ოლე გუნარ სულშერისა და მისი სამწვრთნელო შტაბის მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ და ეს იგრძნობოდა კიდეც. მოთამაშეები ამ ფაქტს არ მალავდნენ.

წყაროს თანახმად, ზოგიერთი მოთამაშე ფიქრობდა, რომ აქტივობები იყო ძალიან ერთგვაროვანი, არასაკმარისად კრეატიული, საერთოდ არ იყო ახალი იდეები. ვარჯიშები შეფასდა, როგორც „ზედმეტად ბრიტანული", რომელიც არ აკმაყოფილებს თანამედროვე უმაღლესი დონის ფეხბურთის მოთხოვნებს.

ESPN-ი წერს, რომ ფეხბურთელთა ასეთი დამოკიდებულების გამჟღავნების შემდეგ, კლუბმა სულშერთან გასაუბრება გადაწყვიტა, რის შემდეგად ნორვეგიელი სპეციალისტი ბრალდებებს არ დაეთანხმა.

საბოლოოდ, როგორც მოგეხსენებათ სულშერი დღეს დაითხოვეს, რაც სრულიად ლოგიკური იყო. გუნდმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ყველა პრინციპული დაპირისპირება დათმო და ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა.

ამ მომენტისთვის „იუნაიტედის“ თავკაცის პოსტზე ზინედინ ზიდანის, ბრენდან როჯერსისა და რონალდ კუმანის კანდიდატურები განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა"