„ქართველებო მიყვარხართ და მაძლიერებთ
Aa
Aa

„ქართველებო მიყვარხართ და მაძლიერებთ" - რაულ თუთარაულის ბრწყინვალე გამარჯვება

MMA-ის ქართველი მებრძოლი, რაულ თუთარაული ACA 132-ის ფარგლებში, ჰერბერტ ბატისტას დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელს კარიერაში 15 გამარჯვება და 2 წაგება ჰქონდა და რაულთან ჯახს ზედიზედ მოგებული 10 ბრძოლით შეხვდა, მაგრამ ჩვენებურის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და თუთარაულმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

ჩხუბის პირველ რაუნდში, რაული დომინანტი იყო. სასტარტო ნიშნულიდან დაახლოებით 1 წუთის შემდეგ, ქართველმა თეიქდაუნი გაიფორმა და მეტოქეს გასაქანი არ მისცა. ჩვენებურმა რამდენიმე მტკივნეული დარტყმა განახორციელა და საწყისი 5 წუთი დამაჯერებლად ჩაატარა.

მაყურებლებმა მეორე რაუნდშიც მსგავსი სცენარი იხილეს. რაული აშკარა უპირატესობას ფლობდა და მორიგი თეიქდაუნის შემდეგ, ბატისტას მტკივნეული დარტყმები მიაყენა. მესამე რაუნდის დაწყებიდან 9 წამის შემდეგ, თუთარაულმა კიდევ ერთი თეიქდაუნი მიითვალა, ბრძოლას ბოლომდე აკონტროლებდა და დომინანტურ სტილში იმარჯვა.

„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო! ქართველებო, მიყვარხართ და მაძლიერებთ. პირველ რიგში, მინდა, ჩემს შვილს დაბადების დღე მივულოცო. 3 წლის ვაჟკაცი გამიხდა და სახლში გულმოუთმენლად მელოდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, ჩემს გუნდს და ჩემს ბიჭებს. დღეს, ჩემი ძმა, ლევან მაყაშვილი გამოდის და მას წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ რაულმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები