''ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა, რაც კი ოდესმე მინახავს'' - ჰოლოუეიმ როდრიგესი დაამარცხა
Aa
Aa

''ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა, რაც კი ოდესმე მინახავს'' - ჰოლოუეიმ როდრიგესი დაამარცხა

UFC-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ, მაქს ჰოლოუეიმ მექსიკელი იაირ როდრიგესი ქულებით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ როდრიგრესი UFC-ის ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა ამის მიუხედავად, ჰოლოუეიმ იაირი შეაქო, მასზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად შესანიშნავად ფორმაშია.

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ბრძოლა ასე შეაფასა:

''ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა, რაც კი ოდესმე მინახავს''.

შეგახსენებთ, როდრიგესი და ჰოლოუეი გიგა ჭიკაძის წონაში ასპარეზობენ. როდრიგესი მესამე პოზიციაზეა, ჰოლოუეი კი - პირველზე.

UFC-ის მებრძოლმა, იაირ როდრიგესმა ჰოლოუეისთან შეხვედრამდე გიგა ჭიკაძის შესახებ ისაუბრა. „ელ პანტერამ“ ინტერვიუ MmaFighting-ს მისცა და ახსნა, „ნინძას“ წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლა რატომ არ ისურვა.

„დიახ, მართალია, რომ გიგა ჭიკაძეს ჩემთან ჩხუბი სურდა, მაგრამ ეს რატომ უნდა გამეკეთებინა? ჩემს დივიზიონში არავის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მინდა, სულ წინ და წინ ვიარო და მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ ვიჩხუბო.

არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, ჭიკაძეს ან სხვა მებრძოლსა და მაქს ჰოლოუეის შორის, ბუნებრივია, რომ მაქსთან ჩხუბს აირჩევთ. ეს ჩემი კარიერისთვის საუკეთესო ნაბიჯია და მინდა, საკუთარი თავი მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ გამოვცადო.

ჭიკაძის განცხადებას რაც შეეხება, რომელიც რეიტინგში ჩემსა და მის ადგილებს უკავშირდება, ვნახოთ, მომდევნო ბრძოლაში რას იზამს და ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი არ მინდა. ლას-ვეგასში გიგას უკვე შევხვდი და ჩემთვის არაფერი უთქვამს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოჩინოშინი ტრავმირებულია: კიუშუ ბაშოს პირველ დღეს გამოტოვებს
ტოჩინოშინი ტრავმირებულია: კიუშუ ბაშოს პირველ დღეს გამოტოვებს