ზლატანი სერიულ მკვლელს გადაურჩა
Aa
Aa

ზლატანი სერიულ მკვლელს გადაურჩა

სერიულმა მკვლელმა პეტერ მანგსმა საკუთარ წიგნში დაწერა თუ როგორ აპირებდა შვედეთის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოკვლას.

მანგსის თქმით, ერთხელ მალმის ქუჩებში სეირნობისას ის "ფერარის" ავტომობილს წააწყდა, რომელიც იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნოდა. ავტომობილი ტროტუარზე არასწორად იყო პარკირებული. ასეთი საქციელი მანიაკს არ მოეწონა.

"იარაღი თან არ მქონდა და მის მოსატანად სახლში წავედი. როცა მივდიოდი, წარმოვიდგინე რა ხმაური მოჰყვებოდა ამ ამბავს. მაგრამ როცა დავბრუნდი ავტომობილი ადგილზე აღარ იყო", - ამბობს მანგსი.

მანგსი 2003 წლიდან 2009 წლამდე ჩადიოდა დანაშაულს. ორი მკვლელობისა და 8 თავდასხმის გამო მანგსი სამუდამო პატიმრობით დასაჯეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები